en
ge

მარწყვის ფესტივალი ზუგდიდში

სამეგრელო. ზუგდიდის ცენტრალურ პარკში, მარწყვის ფესტიცვალი გაიმართა. დამთავლიერებელს შეეძლო შეეძინა მარწყვი და ასევე მისგან დამზადებული დესერტები. ფესტივალი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივის (NEO) მხარდაჭერით მოეწყო. მარწყვის ფესტივალი USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა სტეფან ჰეიკინმა გახსნა. „ეს არის ერთ–ერთი წარმატებული პროექტი, პროექტი საპილოტეა, მაგრამ სხვა ფერმერებსაც მიეცემა იმის საშუალება რომ მსგავსი პროექტები განახორციელონ. ყველაზე მნიშვნელოვანი. ალბათ არის, ის რომ შეგვიძლია მარწყვის მოსავალი წელიწადში რამდენჯერმე მივიღოთ. გარდა ამისა,  ეს პროექტი მოიცავს სხვადასხვა ხილს და ბოსტნეულს" – განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა. მისი განცხადებით, პროექტის ფარგლებში გაცემულია დაახლოებით 195 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების გრანტი, რომელიც მიმართულია ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციაპლიტეტების შერჩეულ თემებში მარწყვის 10 სადემონტრაციო ნაკვეთისა და 11 ბოსტნეულის სათბურის შექმნაზე. 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)