კახეთი. „უფლებები საქართველომ“ ორგანიზაცია „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ (IWPR) მხარდაჭერით ოქტომბრიდან დაიწყო ახალი პროექტი „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ-სოციალურ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა“. პროექტის პარტნიორები არიან „ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ და მედია ორგანიზაცია „კახეთის ხმა“.
პროექტის დასრულების შემდეგ, პროექტში ჩართული სულ მცირე ერთი ახალგაზრდა „უფლებები საქართველოს“ დაფინანსებით გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას ორგანიზაციაში და პრაქტიკულად გაეცნობა ადამიანის უფლებათა აქტივიზმს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)