რეგიონები. საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) კიბერმედეგობის ცენტრთან ერთად (CRC), იწყებს ახალ პროექტს - „ინფორმირებული თემები მედეგი საზოგადოებისთვის“.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ეთნიკური უმცირესობებით და იძულებით გადაადგილებული პირებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში (სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი) მცხოვრები საზოგადოების მედეგობის გაძლიერებას კიბერ და დეზინფორმაციული საფრთხეების მიმართ.
პროექტი აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)