en
ge

„თავდაცვის ბიუჯეტი: 7 წელი კონტროლის გარეშე?“

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ ბლოგპოსტი – „თავდაცვის ბიუჯეტი: 7 წელი კონტროლის გარეშე?"– გამოაქვეყნა. ორგანიზაციის განცხადებით სამინისტროში ბოლო კომპლექსური რევიზია 2005–2006 წლებში ჩატარდა თუმცა მან მხოლოდ თავდაცვის უწყების რამდენიმე დანაყოფი მოიცვა. „ვფიქრობთ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ თავდაცვის სამინისტრო ხარჯვის მოცულობით სიდიდით მესამე სამინისტროა და მისი ფინანსური საქმიანობის გარკვეული ნაწილი (საიდუმლო ხარჯები, შესყიდვები) გასაიდუმლოებულია, ...მნიშვნელოვანია სახელმწიფო თავად იყოს დაინტერესებული თავდაცვის სამინისტროს ხარჯვის პერიოდული შესწავლით. ასევე ვფიქრობთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობაც უნდა დაინტერესდეს გასული შვიდი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ომისშემდგომი პერიოდის, სამინისტროს მიერ ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვის მართებულობითა და კანონიერებით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე. 
სრულად
წყარო:transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)