თბილისი. საია-ს ინფორმაციით, სახალხო დამცველმა დაადგინა დისკრიმინაციის ფაქტი ეკატერინე კიკნაძის, დინარა ვაჩნაძის, ნინო ხუნდაძისა და დავით ნიორაძის მიმართ, რის საფუძველზეც 2022 წლის 26 ოქტომბერს გამოსცა რეკომენდაცია განსხვავებული მოსაზრებების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ. განმცხადებლების ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში საია წარმოადგენდა.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები დაიწყო. შედეგად, ამ დროისთვის მრავალი დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული პოზიციებიდან. გათავისუფლებულებს შორის არიან ეკატერინე კიკნაძე, დინარა ვაჩნაძე და ნინო ხუნდაძე, რომლებიც თავიანთი უფლებების დაცვას სასამართლოში აგრძელებენ.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)