თბილისი. მედიისა და საინფორმაციო წიგნიერების გლობალური კვირეულის აღსანიშნავად, USAID გთავაზობთ ვიდეო გაკვეთილებს, რომელშიც, წამყვანი დავით გორგილაძე დეტალურად განმარტავს, თუ როგორ ვმართოთ ფეისბუქი, დავიცვათ პირადი ინფორმაცია და ციფრული ჰიგიენის სხვა ნიუანსები.
„თითოეული ვიდეო გათვლილია მნიშვნელოვან თემებზე, მაგალითად, როგორ აგროვებს და აანალიზებს ფეისბუქის ალგორითმი პირად ინფორმაციას და ინტერესებს, რატომ და როგორ იყენებენ კერძო ბიზნესები ან პოლიტიკური აქტორები ამ ინფორმაციას და როგორ შეიძლება მომხმარებლის ნების საწინააღმდეგოდ მისი მონაცემების ბოროტად გამოყენება. დღევანდელი ვიდეოს თემაა საკუთარი ალგორითმის კონტროლი“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)