თბილისი. ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებაში ბრალდებულ კაცს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაზარალებული ქალის განმარტებით, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია ბრალდებულმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა. „საფარმა“ საგამოძიებო სამსახურს წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებებიც. ორი კვირის განმავლობაში უწყებამ „საფარის” ჩართულობით არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა. საბოლოოდ, 22 ოქტომბერს კაცი დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
წყარო: sapari.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)