თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ ლია დეკანაძის ინტერვიუს პოლიტიკის, გენდერის და ისლამის ისტორიის მკვლევართან ინშაჰ მალიქთან.
„ერთ თვეზე მეტი გავიდა, რაც 22 წლის მაჰსა ამინის ტრაგიკულ სიკვდილს ჯერ ირანის ქურთულ რეგიონში და შემდგომ მთელს ქვეყანაში ფართო საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეები საკუთარი სიცოცხლის ფასად აპროტესტებენ სავალდებულო ჰიჯაბის წესს და დემონსტრაციულად წვავენ მას, გამოდიან ანტისახელისუფლებო სლოგანებით და მოითხოვენ სამოქალაქო თავისუფლებებს. წინააღმდეგობის მოძრაობამ გადალახა ირანში ეთნიკური, სოციალური, კულტურული საზღვრები; გადავიდა სკოლებსა და უნივერსიტეტებშიც. პროცესს გამოხმაურება ირანის საზღვრებს მიღმა, მათ შორის საქართველოშიც მოჰყვა, რაც მხარდამჭერი პერფორმანსებითა და სოლიდარობის აქციებით გამოიხატა“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)