თბილისი. ფონდი „ტასოს“ ცნობით, ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. ეს თვე 1985 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება და ეძღვნება დაავადებას გადარჩენილ პაციენტებს, დაავადების შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას და იმ პროგრესის მხარდაჭერას, რომელსაც მსოფლიომ მიაღწია ძუძუს კიბოს დამარცხებაში.
„ძუძუს კიბოს რისკ-ფაქტორების შესახებ ცნობიერების ამაღლება ხაზს უსვამს რეგულარული სკრინინგის მნიშვნელობას 40 წლის ასაკიდან ან იმ ასაკიდან, რომელიც შეესაბამება ქალის პირად რისკებს. ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების სიმბოლო ვარდისფერი ბაფთაა“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)