თბილისი. 31 ოქტომბერს, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ქართული პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ცესკოს წევრების, ასევე საელჩოების წარმომადგენელთა მონაწილეობით პარტიების დაფინანსების საკითხებზე დისკუსია გამართა.
დისკუსია შეეხო იმ გამოწვევებს, რაც პოლიტიკური ფინანსებზე ზედამხედველობისა და გამჭვირვალობის, ასევე პარტიების ფინანსების მოძიების, რუსული გავლენებისა თუ „შავი“ ფულის არსებობის კუთხით დგას ქვეყანაში. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა პრობლემების მოგვარების შესაძლო გზებზეც გამოთქვეს საინტერესო მოსაზრებები.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)