რეგიონები. სამართლიანი არჩევნების (ISFED) სოციალური მედიის მონიტორინგის გუნდმა ზუგდიდში, ბოლნისსა და ქუთაისში ადგილობრივ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
შეხვედრებზე განიხილეს სოციალურ მედიის მონიტორინგის ძირითადი მიგნებები, როგორ იყენებენ დაინტერესებული პირები სოციალური მედიის პლატფორმებს პოლიტიკური მიზნებისათვის და ფართო საინფორმაციო კამპანიების გატარებისთვის; მიმდინარე პროპაგანდისტული გზავნილები, ანტიდასავლური კამპანია და მასში ჩართული აქტორები. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს დეზინფორმაციულ ნარატივებთან გამკლავების გზებზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)