გურია. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის სკოლის მხარდამჭერთა პროგრამის ფარგლებში, შემოქმედის საჯარო სკოლაში იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის წევრები მწერალ არჩილ ქიქოძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს ლიტერატურული პრემია „ლიტერაზე“ ნომინირებული წლის საუკეთესო რომანი „სამხრეთული სპილო“, რომელიც სასკოლო პროგრამაშია შესული.
შეხვედრაზე მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ წიგნთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო შეკითხვები.
ავტორთან შეხვედრა განხორციელდა სკოლის მენტორის - ვახუშტი მენაბდის აქტიური მხარდაჭრითა და ჩართულობით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)