შიდა ქართლი. გორის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე დავით მაკარაძე) ბავშვის ფიზიკური დასჯის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ბავშვზე მოძალადეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.
ორგანიზაციის ცნობით, ბავშვმა ხილი უნებართვოდ მოკრიფა. ამის გამო კი, ხილის ერთერთმა მეპატრონემ ბავშვს პლასტმასის მილით ფეხზე ფიზიკური დაზიანება მიაყენა, ხოლო მეორემ, ბავშვი ხიდან ძალით ჩამოათრია, რამდენჯერმე გაარტყა სახეში ხელი, ამოარტყა პანღური, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ძალის გამოყენებით წელსზემოთ გააშიშვლა, აიძულა შარვლის გახდა და ამ მდგომარეობაში - ბავშვი ქუჩაში გაუშვა. მოზარდს სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნებოდა.
ძალადობის ფაქტიდან წელიწადნახევრის შემდეგ, გორის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირი, რომელმაც გიორგი დასაჯა და ღირსება შეულახა.
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), აღნიშნულ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.
წყარო: phr.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)