en
ge

განცხადება ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

განცხადება ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

თბილისი. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაასრულა ნიკა გვარამიას,  კახაბერ დამენიას და ზურა იაშვილის სისხლის სამართლის საქმის განხილვა. სასამართლომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილა და ნიკა გვარამია კვლავ დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში. გვარამიას  საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ და ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეისწავლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენი. განაჩენის შესწავლის და სხდომებზე დაკვირვების შედეგად, ორგანიზაციები მივიდნენ  დასკვნამდე, რომ ნიკა გვარამიას მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეიცავს სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსაზღვრული დანაშაულის ნიშნებს, მის მიმართ გამოტანილი განაჩენი მთელი რიგი მიმართულებით ხარვეზიანი, დაუსაბუთებელი და უკანონოა. აღსანიშნავია, რომ პირველ ინსტანციაში გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოიტანა მოსამართლემ, რომლის ბიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობს საფუძვლიანი კითხვები.

ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ რომ გაეცნობიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ დასაბუთებულ განაჩენს,

„თუმცა ზემოთ ხსენებული გარემოებების ერთობლიობისა და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გვაფიქრებინებს, რომ სასამართლო ამ შემთხვევაშიც არ მოიქცა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივებით“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

სრულად...

წყარო: rights.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)