en
ge

შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

თბილისი. 1 ნოემბერს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციების მენეჯერი თემურ ჯალიაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრა გაიმართა საუნივერსიტეტო კურსის „სამოქალაქო საზოგადოების როლის“ ხელმძღვანელის დავით აფრასიძის მიწვევით.

საუნივერსიტეტო კურსის მიზანია ახალმა თაობამ სწავლების საბაკალავრო საფეხურზე მიიღოს სანდო, აკადემიური ცოდნა სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების შესახებ.

შეხვედრაზე პრეზენტატორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საზოგადოების როლის, სამოქალაქო პასუხისმგებლობის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ. ამასთან, მსმენელებთან გაზიარდა ინფორმაცია CSI- მუშაობის მიმართულებების და კამპანიის „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარეობის შესახებ.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები.

აღნიშნული საუნივერსიტეტო კურსი „სამოქალაქო საზოგადოების როლი“ შემუშავდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებლების და ექსპერტების აქტიური თანამშრომლობით და დაინერგა საქართველოს 6 უნივერსიტეტში.

წყარო: CSI-ს გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)