სამეგრელო. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ზუგდიდში, საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს გაუზიარა მოლოდინები, თუ რა სასიკეთო ცვლილებები შეიძლება მოიტანოს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებამ ევროკავშირთან დაახლოვებისა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების გზაზე.
მასწავლებლებთან შეხვედრა ასოციაცია „ათინათის“ ორგანიზებით, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც PH International საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)