თბილისი. გაეცანით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევას „რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის აღსრულება საქართველოში”.
„რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოების უკრაინისადმი მხარდაჭერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკას რუსეთის ფედერაციისთვის მკაცრი სანქციების დაწესება და მისი ეფექტური აღსრულება წარმოადგენს. რუსეთისათვის სანქციების დაწესებაზე საქართველოს ხელისუფლებამ საწყის ეტაპზევე უარი განაცხადა, რაც საკუთარი ქვეყნისთვის მომდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური საფრთხეებით იქნა ახსნილი.
აღნიშნულმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ, ქვეყანას გაუჩინა მნიშვნელოვანი რეპუტაციული ვალდებულება, საქართველო არ ქცეულიყო რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების შესაძლებლობად. შესაბამისად, ამ მოცემულობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებული მოქმედებით და პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობით, უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის თუ საფინანსო სექტორის სანქციებისგან თავის არიდების ნებისმიერი მცდელობის აღკვეთა“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)