შიდა ქართლი. 3 და 4 ნოემბერს შიდა ქართლის რეგიონალური ჰაბის - Society Biliki-ის ორგანიზებით, ახალგაზრდებისთვის გაიმართა ტრენინგ კურსი თემაზე: „პროექტების წერა“.
ტრენინგის მიზანი იყო, რომ ამ თემით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ჰქონოდათ შესაძლებლობა მიეღოთ ცოდნა პროექტის არსის, მენეჯმენტის და მისი შემადგენელი ელემენტების შესახებ.
ტრენინგ კურსი მიმართული იყო მონაწილეთა თეორიული ცოდნის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა/გაუმჯობესებისაკენ, რაც მათ დაეხმარებათ სამომავლო საქმიანობაში ეფექტურად შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები.
შეხვედრას უძღვებოდა სოსო მეზვრიშვილი.
ტრენინგი განხორციელდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)