რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. მულტიმედია პლატფორმა „ჩაიხანა“ გიზიარებთ სტატის: თვალისგან და გონებისგან შორს: საქართველოში მცხოვრები ოსები.
ჟურნალისტი გვიყვება რაჭაში, სოფელ ჭვებარსა და გადამშში მცხოვრებ ეთნიკურად ოს, ქართველ ოჯახებზე, მათ ყოველდღიურობასა და სოციალურ პრობლემებზე.
„ოცდაათი წლის წინ, ორი ომის შემდეგ, ქართველები და ოსები ჭვებარში ერთად ცხოვრობდნენ, ოჯახებს ქმნიდნენ და ერთმანეთის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს იზიარებდნენ. ცხინვალის რეგიონის სტატუსთან დაკავშირებული კონფლიქტების შემდეგ, მოსახლეობის უმეტესობა მეზობელ რუსეთში, ან ცხინვალში გადავიდა საცხოვრებლად. ცხინვალი (რომელსაც სამხრეთ ოსეთად ან სამაჩაბლოდაც მოვიხსენიებთ) რუსეთის ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს კონტროლს მიღმაა“.
წყარო: chaikhana.media
ჟურნალისტი: სოფიო შარაძე
ფოტოგრაფი: ბასა მეტრეველი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)