en
ge

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რუსთავი 2–ს ყურადღებისკენ მოუწოდებს

თბილისი. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ რუსთავი 2–ის ეთერში გასულ მასალასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ტელეკომპანიის ეთერში მოხვდა კადრები, სადაც პრეზიდენტი ჯარისკაცებს მათ მიერ განხორციელებული ოპერაციის დეტალებზე ესაუბრება. „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მსგავსი ვიდეო ფრაგმენტის ეთერში გაშვება დაუშვებელია, რადგან ის ამჟღავნებს სამხედრო ოპერაციის დეტალებს მასში უშუალოდ მონაწილე პირების იდენტიფიცირებით", ნათქვამია განცხადებაში. ეთიკის ქარტია ტელეკომპანიას სთხოვს, რომ ეთერში გასული მონაკვეთი არ მოხვდეს გადაცემის ინტერნეტ სივრცეში განთავსებულ ვერსიებში.
სრულად
წყარო: qartia.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)