სამეგრელო. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა 6 ნოემბერს წალენჯიხელ ახალგაზრდებს შეხვდა და გაუზიარა ხედვები თუ რა სასიკეთო ცვლილებები შეიძლება მოიტანოს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებამ, როგორ უნდა ვებრძოლოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას და რა ნაბიჯებია გადასადგმელი სტატუსის მისაღებად.
შეხვედრა წალენჯიხის დემოკრატიის ჰაბის ოფისში, პროექტის „მეტი ევროპა, მეტი შესაძლებლობის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი ხორციელდება USAID Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით, EECMD-ის ორგანიზიებით ProActive Group Georgia-სთან პარტნიორობით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)