en
ge

კოალიციამ 5 არამოსამართლე წევრი წარადგინა

კოალიციამ 5 არამოსამართლე წევრი წარადგინა

თბილისი. კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კოალიციის მიერ მხარდაჭერილი, ხუთი არამოსამართლე წევრობის კანდიდატი წარადგინა.

2022 წლის 30 სექტემბრიდან, პარლამენტში გამოცხადდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის შესარჩევი კონკურსი. იურიდიული კომიტეტის მიერ 4 ოქტომბერს ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად კი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისას მათი საჯარო მოსმენის ვალდებულება დადგინდა.

კონკურსში მონაწილეობას იღებს კოალიციის მიერ მხარდაჭერილი 5 კანდიდატი, რომლებიც კოალიციაში შემავალმა ცალკეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა წარადგინეს:

ლიკა საჯაია - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი;

ანა აბაშიძე - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელი;

დიმიტრი ხაჩიძე - ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;

სულხან სალაძე - კარგი მმართველობის და ინფორმაციის თავისუფლების პროგრამის ხელმძღვანელი (ღია სივრცე კავკასია);

გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე;

„კოალიცია დიდი ხანია საუბრობს სასამართლო ხელისუფლების ფუნდამენტური რეფორმისა და ამ რეფორმის სტრატეგიის რადიკალური ცვლილებების საჭიროებაზე.

პარლამენტის სესიაზე 5 არამოსამართლე წევრის არჩევა ამ მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი შეიძლება იყოს. აუცილებელია, თანამდებობაზე მოხვდნენ მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და კომპეტენტური კანდიდატები - მოქალაქეები, რომელთა მიმართაც იქნება მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და პოლიტიკურ პარტიებს შორისაც ფართო კონსესუსი იარსებებს“.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)