თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრისთვის ცნობილი გახდა, რომ 1 ნოემბერს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სოფელ მუშევანთან ახლოს ოქროს მოპოვებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება კანონით განსაზღვრული პროცედურებისა და მოთხოვნების დარღვევით გასცა.
გარდა იმისა, რომ პროცესში ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობის მონაწილეობა არ იყო სათანადოდ უზრუნველყოფილი, სააგენტომ, ასევე, კანონის დარღვევით არ განიხილა და უგულებელყო სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და გარემოსდაცვითი ექსპერტის მიერ წარდგენილი შენიშვნები. შესაბამისად, ორგანიზაცია გეგმავს, სასამართლოში გაასაჩივროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
„მიგვაჩნია, რომ მუშევანში მიმდინარე პროცესები არის ქვეყანაში არსებული უფრო ფართო პრობლემური პრაქტიკის ნაწილი, როდესაც მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებისას სათანადო წონა არ ენიჭება გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებს, ხოლო აღნიშნული პროექტების საჯარო ინტერესებთან შესაბამისობა საზოგადოებისთვის ნათელი არ არის. პროექტით გამოწვეულ მძიმე ეკოლოგიურ შედეგებს, როგორც წესი, ადგილობრივი მოსახლეობა იწვნევს, მაშინ, როცა საქმიანობით მიღებული სარგებელი ვიწრო ჯგუფის ხელში ხვდება, ისე, რომ სახელმწიფოსთვის მსგავსი პროექტების ხარჯსარგებლიანობა ბოლომდე დასაბუთებული არ არის“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)