თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან (შემდგომ - „კომუნიკაციების კომისია“, ან „კომისია“) საჯარო ინფორმაციის სახით გამოითხოვა 2017 წლიდან დღემდე ინტერნეტ გვერდების დაბლოკვის მიზნით კომისიის მიერ ინტერნეტ-პროვაიდერებისთვის გაგზავნილი ყველა მოთხოვნა. კვლევა ასახავს 2017 წლიდან 2022 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს.
„ამ პერიოდში კომისიამ ვებგვერდების დაბლოკვის შესახებ 65 მიმართვა გაუგზავნა პროვაიდერებს. ჯამში მოთხოვნილ იქნა 480 ინტერნეტ გვერდის დაბლოკვა.
მხედველობაში თუ არ მივიღებთ ინტერნეტ გვერდებს, რომელთა გადამოწმებაც ვერ მოხერხდა, კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში ვებგვერდების დაბლოკვის რეალური მაჩვენებელი არის 55%. ასეთმა მაჩვენებელმა და დაბლოკვისთვის თავის არიდების შემთხვევების რაოდენობამ შეიძლება კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების აღსრულების ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. აღსანიშნავია ასევე, რომ კომისია ფაქტობრივად არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა ვებგვერდების დაბლოკვის თავდაპირველი ინიციატორი. მას გააჩნია მხოლოდ ერთგვარი შუამავლის ფუნქცია მიმმართავ სუბიექტებსა და პროვაიდერებს შორის“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)