თბილისი. 14 ნოემბერი დიაბეტის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის გიზიარებთ სტატიას: დიაბეტის მქონე ბავშვების და ოჯახების ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა.
„ქრონიკული დაავადებების მართვა როგორც წესი ბევრ გამოწვევასთანაა დაკავშირებული როგორც ბავშვებისთვის, ასევე მათი ოჯახებისთვის. ბავშვებში, ერთ-ერთ ასეთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას დიაბეტი წარმოადგენს, რომლის მკურნალობაც რთული რეჟიმის დაცვას მოითხოვს“.
...“ფსიქო-ემოციური სირთულეების ჩამოყალიბების რისკი იკლებს მაშინ, როდესაც ბავშვი და ოჯახი გრძნობს ემოციურ მხარდაჭერას ერთმანეთისგან და უფრო ფართო საზოგადოებისგან.
რაც უფრო მეტად ვიქნებით ინფორმირებული დიაბეტის სპეციფიკის და მისი მართვის სირთულეებთან დაკავშირებით, მით მეტი ემოციური მხარდაჭერისა და ემპათიის გამოვლენას შევძლებთ ამ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების მიმართ“.
წყარო: macgeorgia.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)