თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭომ საია-ს მიმართ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების მიერ ეთიკის ქარტიის პრინციპების დარღვევა დაადგინა.
კერძოდ:
ნათია თოიძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები;
ირაკლი ჩიხლაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტურ მასალას აკლია გადამოწმება და წყაროები. ფორმალური ბალანსი ვერ გადაწონის ბრალდებას, რომელმაც შეიძლება პირს/ორგანიზაციას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.
საბჭოს მოსაზრებით, ტელეკომპანია „იმედზე“ შეიმჩნევა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიის არსებობა.
წყარო: www.gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)