კახეთი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო თელაველ ახალგაზრდებს ქვეყნის მომავალზე, ევროკავშირში გაერთიანების სურვილსა და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე ესაუბრა. შეხვედრამ დისკუსიის ფორმატში ჩაიარა.
მომღერალი გიორგი უშიკიშვილი ახალგაზრდებს ესაუბრა, თუ რა მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ჩვენი ფოლკლორის და ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად ევროკავშირი. ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა კი საკუთარ მაგალითზე განიხილა მოსწავლეებთან, თუ რა ნაბიჯებს გადის სტუდენტი ევროპაში სწავლის გასაგრძელებლად დაფინანსების მოპოვებისთვის.
ორგანიზაცია მადლობას უხდის PH International-ს შეხვედრის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის. რეგიონული შეხვედრები სამხრეთ კავკასიაში კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)