თბილისი. „ევროკავშირი არ აპირებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ვიდრე აქ მისთვის სასურველ ხელისუფლებას არ ნახავს”, - ამ სათაურით გაავრცელა „კონსერვატიულმა პორტალმა - საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ერთ-ერთი ქართველი ექსპერტის ფეისბუკ-პოსტი.
უფლებების საქართველოს ცნობით, სინამდვილეში:
ევროკავშირი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობად ხელისუფლების შეცვლას არ აყენებს. ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას, დეოლიგარქიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმირებას, ასევე პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრას.
მასალა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „უფლებები საქართველო“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
წყარო: rights.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)