გურია. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მიერ, პროექტის „გაუმჯობესებული ბავშვთა დაცვის სისტემა გურიასა და კახეთის“ ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ბავშვთა დაცვის საკითხებისა და მათზე რეაგირების გზების სწავლება ბავშვებისა და მოზარდებისთვის“. აღნიშნული სესიები ემსახურებოდა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციას - ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა მიმართ ძალადობის ამოცნობასა და მასზე რეაგირების ფორმების სწავლებას.
პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების, ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)