თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, 2022 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში პარტიების შემოწირულებები შეისწავლა.
ორგანიზაციის ცნობით, ამ პერიოდში ყველა პარტიამ ჯამში 1 944 073 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან 666 000 ლარი (34%) მმართველ პარტიაზე მოდიოდა, მეორე ადგილზე „კონსერვატიული მოძრაობაა“ („ალტ-ინფო“) 393 661 ლარით ხოლო მესამეზე – „ლელო საქართველოსთვის“ 370 600 ლარით.
დეტალები ნახეთ პოლიტიკური შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენში...
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)