en
ge

მოსახლეობას სხვადასხვა საკითხზე კონსულტაცია გაეწია

მოსახლეობას სხვადასხვა საკითხზე კონსულტაცია გაეწია

აჭარა. 16 ნოემბერს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთაში, აჭარის ჰაბის „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი დარინა დუმბაძე. 

სოფლის მაცხოვრებლებს მიეწოდათ ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობაზე, ოჯახების და დაუნის სინდრომის მქონე პირთა გაძლიერების, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების, განათლების და განვითარების  პროგრამებზე.  

  • შეხვედრაზე მოსახლეობამ დაასახელა როგორც ინდივიდუალური, ისე საერთო საჭიროებები: 
  • შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა;
  • შშმ პირის სტატუსის მიღება;

ოჯახის მხარდაჭერა, დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლისათვის განათლების ხელშეწყობა.

ამ მიმართულებით, მონაწილეებს ადგილზე გაეწიათ კონსულტაცია.

აჭარის რეგიონული ჰაბი  ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში  შეიქმნა და ახორციელებს საქმიანობას.

სრულად...

წყარო: ჰაბის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)