თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ლონდა თოლორაიას და საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელები ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
„2022 წლის პირველი მატრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა და ვადაზე ადრე თანამდებობიდან გათავისუფლდა სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ უფლებამოსილების გარანტირებული ვადით არჩეული სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების ვადამდე უპირობოდ გათავისუფლება მისთვის/მათთვის ან ადეკვატური, ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების ან სამართლიანი კომპენსაციის გადაცემის გარეშე, ვერ აკმაყოფილებდა საჯარო სამსახურის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებს, რის გამოც არაკონსტიტუციურად სცნო გასაჩივრებული ნორმები.
ამ საქმეში ლონდა თოლორაიას ინტერესებს საია იცავდა. გადაწყვტილების შესახებ დეტალურ მოსაზრებას საია მისი გამოქვეყნების შემდგომ დააფიქსირებს“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)