ქვემო ქართლი. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ორგანიზებით პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის და რეგიონული სათემო და სს ორგანიზაციის ლიდერთა და ახალგაზრდა აქტივისტების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებს.
შეხვედრაზე ხაზგასმით ისაუბრეს პროექტის ფარგლებში მცირე საგრანტო პროგრამებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.
შეხვედრა განხორციელდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)