რეგიონები. 2022 წლის ივლისიდან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და უკვე შემდგომში რეგიონული ინიციატივების ცენტრ „ნათელ მომავალთან“ თანამშრომლობით, რეგიონული ტურნე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში რეპრესირებულთა საკითხზე პრეზენტაცია და „რადიო თავისუფლების“ ფილმის „დახვრეტილთა სასაფლაო ბათუმში“ ჩვენება გაიმართა.
სულ გაიმართა 10 შეხვედრა საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში, რომელსაც დაესწრო 500-ზე მეტი დაინტერესებული მოქალაქე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)