თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, სახელმწიფომ რაჭაში 104,712 ჰექტარ ტყეზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის 49 წლიანი ლიცენზია გასცა კომპანიაზე, რომლის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეც რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენი დავით ხიდაშელია.
„ამ გარიგებით საქართველომ კონკრეტული ფინანსური ზიანი მიიღო – რაჭის ტერიტორიის მესამედზე კერძო სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის ლიცენზიის გაცემის გამო აღარ არის შესაძლებელი შედარებით დიდი ზომის დაცული ტერიტორიის შექმნა, რაც მეტ შემოსავალს მოიტანდა. ჩვენი დათვლით, ამ გზით, სახელმწიფო დაახლოებით 2,057,593 ლარის (619,757 აშშ დოლარი) პირდაპირ შემოსავალს კარგავს.
იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულის მიზეზს შესაძლოა კორუფციული გარიგება ან გადაწყვეტილების მიმღებ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენდა, მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს, ხომ არ შეიცავდა რაჭის ტყის განკარგვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები დანაშაულის ნიშნებს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვეგვერდზე.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)