en
ge

ომბუდსმენის განცხადება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ომბუდსმენის განცხადება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

თბილისი. 25 ნოემბერს მსოფლიოში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, არსებული გამოწვევების აღიარებას და სამომავლო სტრატეგიების დასახვას ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ამასთან, ამ დღით იხსნება  16 დღიანი გლობალური კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. 

საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ცვლილებების მიუხედავად, საქართველოში ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. პრევენციის, დროული გამოვლენის და შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიმართულებით დღემდე არაერთი პრობლემა არსებობს.

შესაბამისად, ომბუდსმენი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, პრიორიტეტად დაისახოს შემდგომი ღონისძიებების გატარება: 

  • დაიხვეწოს სექსუალური ძალადობის კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სექსუალური ძალადობის დეფინიცია დაეფუძნოს მსხვერპლის თავისუფალი, ნამდვილი და ნებაყოფლობითი თანხმობის არარსებობას;
  • გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირება მოხდეს ყველა ტიპის სწავლებაში და დაიგეგმოს ცნობიერების ამაღლების კამპანიები გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით; 
  • დამტკიცდეს ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების დოკუმენტი;
  • დაიგეგმოს შესაბამისი პროექტები და პროგრამები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშესაწყობად.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)