თბილისი. უფლებები საქართველოს ცნობით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისთვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, შესაძლებელია პოლიციელის მიერ დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემა.
შემაკავებელი ორდერის გამოცემისას:
პოლიციელმა სწორად უნდა შეაფასოს ქალის მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის განმეორების რისკი და, რისკის სიმძიმის მიხედვით, მიიღოს გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესახებ;
ძალადობის განმეორების რეალური საფრთხის არსებობისას, მაღალი რისკის მოძალადეებს, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად ელექტრონული ზედამხედველობა უნდა დაუწესდეთ. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას, GPS სისტემით პოლიციამ უნდა გააკონტროლოს მოძალადის გადაადგილება, რაც ამცირებს მსხვერპლთან მისი მიახლოების საფრთხეს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)