თბილისი. 28-30 ნოემბერს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ევგენიძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - „რუსეთის იმპერიული ამბიციიდან გადახვევა: რუსეთის ომის შედეგები უკრაინის წინააღმდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის და ევროკავშირისთვის“.
„მე ვარ ქვეყნიდან, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ისინი თბილისიდან 40 კილომეტრში არიან. სამწუხაროდ, 2008 წელს დასავლეთმა და მსოფლიომ რუსეთი საქართველოში ვერ შეაჩერა. ახლა კი, ყველას პასუხისმგებლობაა მხარი დაუჭიროს უკრაინას და გაუწიოს მათთვის საჭირო სამხედრო და ფინანსური დახმარება. უკრაინელები იბრძვიან არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ იმისთვის, რომ ევროპა იყოს თავისუფალი და უსაფრთხო“, - განაცხადა ნინო ევგენიძემ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)