en
ge

საინფორმაციო შეხვედრა ბორჯომში

საინფორმაციო შეხვედრა ბორჯომში

სამცხე-ჯავახეთი. ახალციხეში „უფლებები საქართველოს“ იურისტმა, ეკა აბაშიძემ, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებისადმი მიძღვნილ საინფორმაციო შეხვედრაში, რომელიც ბორჯომში, უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის მოეწყო.

„ეკა აბაშიძემ ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, პრობლემების აღმოფხვრის გზებსა და სახელმწიფოს მიერ გასატარებელ ღონისძიებებზე, ასევე განუმარტა შეხვედრის მონაწილეებს, რომ ძალადობის მსხვერპლებს შეუძლიათ უფასო სამართლებრივი დახმარებისთვის „უფლებები საქართველოს“ მიმართონ.

სამცხე-ჯავახეთში „უფლებები საქართველოს“ სამართლებრივი დახმარების სერვისი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, სექტემბრის თვიდან ამოქმედდა“.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)