თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და ელექტრონული მმართველობის აკადემიამ (ესტონეთი) არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ მომზადებული საპროექტო წინადადებების პრეზენტაცია გამართეს, რომლებიც საქართველოში ციფრული მოწყვლადობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად.
ციფრულ გამოწვევებზე საპასუხოდ შექმნილი საპროექტო იდეები წარმოადგინეს შემდეგმა ორგანიზაციებმა: კიბერუსაფრთხოების ეროვნული ასოციაცია, მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია, ინოვაციური განათლების ფონდი/ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), მწვანე ალტერნატივა, საფარი, ჩართე, ტელეკომ ოპერატორების ასოციაცია, მშობლები განათლებისთვის და საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS). შერჩეული საპროექტო წინადადება ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს, რომელიც სამოქალაქო-ტექნიკური ინიციატივის, ან საპილოტე პროექტის სახით 2023 წლის ივლისამდე განხორციელდება.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)