ბრიუსელი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა, ნანუკა ყრუაშვილმა, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიის, ევროპარლამენტის და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
ორგანიზაციის წარმომადგენელმა საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოს ევროინტეგრაციის და ევროპული პერსპექტივის, აგრეთვე წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შესახებ ისაუბრა. დისკუსია, ასევე, ეხებოდა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოვებისთვის საჭირო, არჩევნებისა და მართლმსაჯულების მიმართულებით გასატარებელ რეფორმებს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)