en
ge

ბავშვთა უფლებების დაცვის კვირეული

გურია. 27 მაისს, ოზურგეთის დრამატული თეატრის ჰოლში საზეიმოდ გაიხსნა ბავშვთა უფლებების დაცვისადმი მიძღვნილი კვირეული. გახსნას სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. ნაჩვენები იყო „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ბაზაზე არსებული „ლიდერთა სკოლის" მოსწავლეების მიერ სხვადასხვა დროს გადაღებული სოციალური რგოლები: „ცხოვრების ჯანსაღი წესი", „განათლების უფლება", ანიმაციური რგოლები – „ცივი სახლი", „მე, ჩიტი და მასწავლებელი", „საფეხური", „თამაში"და დოკუმენტური ფილმი – „მე ბოშა ვარ". აღსანიშნავია, რომ დოკუმენტური ფილმი – „მე ბოშა ვარ" წელს ფესტივალ ფანარტის ფარგლებში „თი ბი სი" ბანკის რჩეული გახდა. თეატრის შემდეგ, აუდიტორიამ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" საკონფერნციო დარბაზში გადაინაცვლა, სადაც გაიმართა სპეკტაკლის – „თანასწორობა?!" ჩვენება. ბავშვთა უფლებების დაცვის კვირეული ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ორგანიზებით, 27 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით იმართება და აღნიშნულ თემაზე გამართულ სპეკტაკლებს, მასტერკლასებსა და საჯარო ლექციებს აერთიანებს. 
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)