აჭარა. 2 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), პროექტის „ჩემი სახლის მმართველი - შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის“ ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
ღონისძიების მიზანი იყო საქართველოში ტექნიკური მომსახურების სფეროში ახალი სერვისებისა და ე.წ. „ჰაუსმასტერის“ პროფესიის დანერგვისათვის განხორციელებული საქმიანობებისა და მიღწეული შედეგების წარდგენა, პროფესიული განათლების და კარიერული ორიენტაციის მნიშვნელობაზე მსჯელობა და საბინაო სექტორში არსებული გამოწვევების განხილვა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)