თბილისი. პირველ და ორ დეკემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკონსულტაციო ჯგუფთან (Task Force on EVAWG) სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ალექსანდრე დარახველიძე - საქართელოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნიკო თათულაშვილი - საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში და თამარ საბედაშვილი - გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში.
შეხვედრაზე განიხილეს ბოლო წლების მანძილზე ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობები, არსებული გამოწვევები და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)