თბილისი. პეტრე სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაციის „ხელი ხელს“ ოჯახის წევრია. ინსტიტუციებში გატარებული მრავალი წლის შემდეგ, ის ახლა საოჯახო ტიპის საცხოვრისში, დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრობს. პეტრემ საკუთარ თავში იპოვა ახალი უნარები და ახლა ის მხატვრობით არის დაკავებული. მის პერსონალურ გამოფენას ღია საზოგადოების ფონდმა უმასპინძლა.
2011 წლიდან, ორგანიზაცია „ხელი ხელს“ „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით, არაერთ პროექტს ახორციელებს, რომელებიც შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას სულ უფრო მეტად აუმჯობესებს.
ორგანიზაციის „ხელი ხელს“ და „ღია საზოგადოების ფონდის“ მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, დღეს 50-მდე შშმ პირი ჩაკეტილ ინსტიტუციებში იზოლირებულად ცხოვრების ნაცვლად, საზოგადოებაში, თანასწორ გარემოში ცხოვრობს და არის სოციუმის ღირსეული წევრი.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)