თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის საკანონმდებლო გარანტიებსა და მათ პრაქტიკაში აღსრულებას პერიოდულად მიმოიხილავს.
ორგანიზაციამ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან ცალკეული საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. წინამდებარე ანალიზი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილების საფუძველზე მომზადდა.
მიუხედავად რიგი საკანონმდებლო ცვლილებებისა, ცხოველთა არაკონტროლირებადი გამრავლება, ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა და მათი ორთაბრძოლები, ცოფისა და ცხოველთა სხვა დაავადებების გავრცელება, ცხოველების მომშენებლებისა და სავაჭრო ობიექტების დაურეგულირებელი საქმიანობა - არსებულ პრობლემათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალს წარმოადგენს.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)