თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელი მთავრობას მიმართავს და პრემიერთან შეხვედრას ითხოვს.
„შშმ პირთა მოსაზრებებისა და შშმ პირთა უფლებების კომიტეტის რეკომენდაციების უგულებელყოფის გამო, შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის მუშაობიდან ერთი წლის შემდეგ, შესაძლებელია ითქვას, რომ იგი ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რისთვისაც შეიქმნა. ვერ ახორციელებს ქმედით ღონისძიებებს, ვერ უზრუნველყოფს სექტორებს/უწყებებს შორის კოორდინირებას და ვერ ახდენს სისტემური საკითხების ინიცირებას. რაც მთავარია, ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ეფექტურ და სრულ ჩართულობას შშმ პირთა უფლებების კომიტეტის მე-7 ზოგადი კომენტარის (შშმ პირების, მათ შორის, ბავშვების მონაწილეობა კონვენციის იმპლემენტაციასა და მონიტორინგში, წარმომადგენელი ორგანიზაციების მეშვეობით) მოთხოვნათა შესაბამისად“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)