თბილისი. ღირსეული შრომის პლატფორმა ეხმიანება ბათუმის საქალაქო სასამართლოში 3 სოციალური მუშაკის საქმის განხილვის გაჭიანურებას და მოუწოდებს სასამართლოს, დროულად განიხილოს მათი შრომითი დავები.
„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2020 წლის 29 იანვარს სოციალური მომსახურების სააგენტოს 33 სოციალურ მუშაკს (მათ შორის უფროს სოციალურ მუშაკებს) რეორგანიზაციის შედეგად შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, თუმცა, მათმა დიდმა ნაწილმა შრომითი სამართლებრივი დავა, უკანონო გათავისუფლების წინააღმდეგ, უკვე წარმატებით დაასრულა.
ამ პრაქტიკისაგან განსხვავებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული სამი სოციალური მუშაკის შრომითი დავის განხილვა ამ დრომდე არ მომხდარა. მათ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია-ს) აჭარის ფილიალის დახმარებით სარჩელით სასამართლოს ჯერ კიდევ 2020 წლის 11 მარტს მიმართეს.
მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლო შრომითი დავებს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში განიხილავს, თუმცა სარჩელის შეტანის შემდეგ რამდენიმე წლის გასვლის შემდეგაც მათ საქმეზე სასამართლო სხდომა ამ დრომდე არ არის ჩანიშნული“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)