თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ცნობით, „ტოტალ შარმისა“ და კლინიკის ექიმ კონსტანტინე სულამანიძის წინააღმდეგ პრეტენზიებს კიდევ ერთი მოქალაქე გამოთქვამს, რომელსაც კლინიკაში კონსტანტინე სულამანიძის მიერ გაუკეთდა ცხვირის პლასტიკური ოპერაცია, პაციენტს არასწორად ჩატარებული ოპერაციის შედეგად განუვითარდა მძიმე სუნთქვითი პრობლემები, ჩამოუყალიბდა მეორადი კეხი. კლინიკამ დაშვებული შეცდომების გამოსწორების მიზნით, პაციენტს ხელახალი ოპერაცია უსასყიდლოდ შესთავაზა, რამაც პირველი ოპერაციის დროს დაშვებული შედეგები ვერ აღმოფხვრა. მხარე კლინიკისგან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს, რაც მომავალი საოპერაციო ხარჯების დაფარვას უნდა მოხმარდეს.
წყარო: www.barristers.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)