en
ge

განცხადება კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

განცხადება კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

თბილისი. 9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” გასულ წელს წერდა, რომ ქმედითი ნაბიჯების გარეშე კორუფციის ზრდა იყო მოსალოდნელი, რაც ქვეყანას სულ უფრო მეტ ზიანს მოუტანდა, მათ შორის, მეტ წინაღობას შეუქმნიდა მის დემოკრატიულ განვითარებას. ორგანიზაციის შეფასებით, სამწუხაროდ, სწორედ ასეც მოხდა.

„ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემულ 12 რეკომენდაციაში მაღალი დონის კორუფციის საკითხის მოხვედრა ბოლო წლებში ამ პრობლემის გაღრმავების შედეგია; სწორედ ამიტომ დასახელდა კორუფციასთან ბრძოლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუტის მიღების ერთ-ერთ მკაფიო წინაპირობად.

ამ რეალობის გათვალისწინებითაც კი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა კორუფციის მხრივ ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევების, მაღალი დონის კორუფციისა და სახელმწიფოს მიტაცების დასაძლევად.

პირიქით, ქვეყანაში გრძელდება კლეპტოკრატიის ჩამოყალიბება, როდესაც სახელმწიფოს მმართველები იყენებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რათა მიითვისონ ქვეყნის სიმდიდრე. სულ უფრო იზრდება გამოუძიებელი სავარაუდო  მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების რაოდენობა“.

სრულად...

წყარო: transparency.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)